საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, რუსული ილ-76-ი უკრაინელმა სამხედრობმა “პეტრიოტის“ რაკეტით ჩამოაგდეს

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ ბელგოროდის რეგიონში სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამერიკულ კომპლექს „პეტრიოტიდან“ გაშვებული MIM-104A-ს კლასის რაკეტით ჩამოაგდეს.

“გამოძიების დროს ჩატარებული გამოკვლევების დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ფრაგმენტები, მათი დიზაინის მახასიათებლების, გეომეტრიული მახასიათებლებისა და არსებული ნიშნების მიხედვით, წარმოადგენს აშშ-ს „პეტრიოტის“ კომპლექსის Mim—104a საზენიტო მართვადი რაკეტის სტრუქტურულ ელემენტებს”, – იტყობინება რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი.
რუსეთის ბელგოროდის რეგიონში ჩამოვარდნილი ილ – 76-ის ავარიის სისხლის სამართლის საქმეს რუსეთი ტერაქტის მუხლით იძიებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 24 იანვარს, დღის პირველ ნახევარში განაცხადა, რომ ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდა საჰაერო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავი ილ-76. მის ბორტზე იმყოფებოდა 65 უკრაინელი ტყვე, რომლებიც რუს ტყვეებში უნდა გაეცვალათ, ეკიპაჟის 6 წევრი და 3 თანმხლები. რუსეთის თანახმად, თვითმფრინავში მყოფი ყველა პირი დაიღუპა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, თვითმფრინავს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის გამოყენებით ესროლეს.
უკრაინა ბრალდებას უარყოფს და ავიაკატასტროფის საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვს.

მომხდარზე საუბრის დროს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსები ეთამაშებიან უკრაინელი ტყვეების სიცოცხლეს, მათი ნათესავების გრძნობებსა და უკრაინის საზოგადოების ემოციებს.

ასევე დაგაინტერესებთ

“ჯივიპი” – რუსთაველის გამზირზე კონტრაქტორი კომპანიის თვითმცლელმა ტრანშიის კიდესთან ახლოს იმოძრავა, რამაც ნიადაგის ჩამოშლა და ტექნიკის მოცურება გამოიწვია, გადაბრუნდა ავტომანქანა – თვითმცლელში იმყოფებოდა მცირეწლოვანი ბავშვი

ირაკლი კობახიძე: 2020 წლის შემდეგ, ყოველწლიურად ფიქსირდება მკვლელობების სტატისტიკის შემცირება, რაც შეეხება 2012 წლამდე პერიოდთან შედარებას, სამჯერ არის საშუალოდ შემცირებული, ეს არის ფაქტები და დანარჩენი სამარცხვინო სპეკულაციებია

იზა ომაძე: მეგობრებო ნუ განგვიკითხავთ, შვილდახვრეტილ, შვილმოკლულ, შვილნაწამებ მშობლებს, განიკითხეთ და მოვთხოვოთ ერთად სისტემას, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა მსგავსი, გზას აცდენილი ახალგაზრდების არსებობა…