“საბჭოური მეთოდები” – იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზა ნინო დათაშვილს

“საბჭოური მეთოდები აქტივისტების წინააღმდეგ” – ასე აფასებენ იურისტები პროკურატურის გადაწყვეტილებას, აქტივისტს ნინო დათაშვილს იძულებით ფსიქიატრიული შემოწმების შესახებ. დაპატიმრებული მასწავლებლის უფლებადამცველი ამბობს, რომ პროკურატურამ ნინო დათაშვილის სამედიცინო დოკუმენტაცია მის წინააღმდეგ ბოროტად გამოიყენა.
სამედიცინო დოკუმენტებში წერია, რომ დათაშვილს ხერხემლის მძიმე დიაგნოზი აქვს, რომელსაც თან ახლავს ემოციური ლაბილობის სიმპტომი. იურისტის განმარტებით, ეს არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება შეფასდეს იძულებით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსების დიაგნოზად.
უფლებადამცველი განმარტავს, რომ ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია პროკურატურას ჯერ კიდევ 2 თვის წინ გადასცეს, თუმცა უწყებას ახლა გაახსენდა დათაშვილის სამედიცინო დოკუმენტაცია, როცა გამოძიება დასრულდა და წინასასამართლო სხდომაზე 7 აგვისტოს, აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე უნდა ემსჯელათ.
მასწავლებლის ნინო დათაშვილის მეგობრები და ნათესავები პროკურატურას პატიმრის სამედიცინო დოკუმენტების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ – ფიქრობენ, რომ დათაშვილი ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე უკანონოდ გადაჰყავთ. მიზანი კი მისი გატეხვა, დაშინება და პატიმრობის გახანგრძლივებაა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი – „ოცნება“ დღეს იმყოფება „ცივი ომის“ ფაზაში, არა მარტო გარე სამყაროსთან, არამედ საკუთარ მოსახლეობასთანაც – იმედის ნაპერწკალს ვიტოვებ, პროცესები მმართველ ძალას მიიყვანს იმ დასკვნამდე, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში ურთიერთობა აუცილებელია

ნუგზარ წიკლაური – დღეს ადამიანი წყევლისთვის დაიჭირეს, როცა ასეთი ვითარებაა, „ნეტარ არიან მორწმუნენი“, დავიტოვოთ იმედი, რომ ვინმე რაღაცას შეაგონებს „ქართულ ოცნებას“ – ვიქტორ ყიფიანი იყო ივანიშვილის თანამშრომელი, დავაკვირდეთ, რა პოზიციებს ჩამოაყალიბებს