ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საბურთალოზე მამაკაცი ნაჯახით დაჭრეს – დაკავებულია 1 პირი

თბილისში, საბურთალოზე მამაკაცი ნაჯახით დაჭრეს. შსს-მ საქმეზე ერთი პირი დააკავა.
TV პირველის ინფორმაციით, დაპირისპირება მეზობლებს შორის მოხდა. მათივე ცნობით, 51 წლის მამაკაცმა დაზიანება მეზობელს ხელის არეში მიაყენა.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, საქმეზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 118-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.