საბრძოლო საინჟინრო ბატალიონმა 32 წლის იუბილე აღნიშნა

საბრძოლო საინჟინრო ბატალიონმა 32 წლის იუბილე აღნიშნა
აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო საინჟინრო ბატალიონმა პროფესიული დღე სამწყობრო მოედანზე საზეიმოდ აღნიშნა. აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა და სამხედრო ინჟინრებს პროფესიული დღე მიულოცა.
ღონისძიება დაჯილდოებით გაგრძელდა, სამხედრო მოსამსახურეებს უწყებრივი მედლები და საშტატო ცეცხლსასროლი იარაღები გადაეცათ.
ღონისძიებას სამხედრო ინჟინრების ოჯახის წევრები დაესწრნენ. მოწვეულმა სტუმრებმა ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი საინჟინრო საშუალებები, ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერეს. ბავშვებისთვის მხიარული სტარტები მოეწყო. პატარებს სამხედროებთან ერთად კვადროციკლებით გასეირნების საშუალებაც მიეცათ.
26 წლის წინ, 23 ივლისს ზნაურის რაიონის სოფელ იონჩაში, პოლკოვნიკმა კარლენ კალანდაძემ, მაიორმა ანდრო მაღლაკელიძემ, ლეიტენანტებმა – დავით ასაბაშვილმა და გოჩა შავგულიძემ, ასევე, მოხალისეებმა – სპარტაკ და ირაკლი მაისურაძეებმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი განაღმვითი სამუშაოები ჩაატარეს. მოგვიანებით, სწორედ, ამ თარიღს დაუკავშირდა საინჟინრო გვარეობის დღე.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა სეფაშვილი: გლობალურ ძალებს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა სურთ, სწორედ ამ სცენარის ნაწილია ნორვეგიის ელჩთან ოპოზიციონერების საიდუმლო შეხვედრა და ბახმაროში გამართული სემინარი

ნაცსექტის ერთ-ერთი ყველაზე მყრალი სუბიექტი, ნატა ფერაძე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას „რეპრესიასა“ და „ავტორიტარიზმში“ ადანაშაულებს, ბერლინში ჩასულმა კი, მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ დემოკრატიას არც ის ჩვევა აქვს, საჯარო შეურაცხყოფას ხისტად პასუხი არ გასცეს