ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის” – ტრამპი

“საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ტრამპმა, რუსეთის პრეზიდენტთან, პუტინთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ შეთანხმება არაა მიღწეული. არადა, პუტინი იგივე შეხვედრის შემდეგ, იგივე პრესკონფერენციაზე საპირისპიროს აცხადებდა.
ტრამპი:
ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა. ძალიან ბევრ საკითხზე შევთანხმდით, დიდ თემებზე ჯერ შეთანხმებისთვის არ მიგვიღწევია, მაგრამ წინსვლა გვაქვს. საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის მე ცოტა ხანში დავურეკავ NATO-ს წარმომადგენლებს, დავურეკავ ვოლოდიმირ ზელენსკის და მოვუყვები დღევანდელი შეხვედრის შესახებ… პრეზიდენტ პუტინთან ყოველთვის ფანტასტიური ურთიერთობა მქონდა.. ჩვენ ბევრი რთული შეხვედრა გვქონია. ჩვენ შევაჩერებთ კვირაში 6-დან 7 ათასამდე ადამიანის მკვლელობას და ვლადიმერ პუტინს ისევე უნდა ამის გაკეთება, როგორც მე. დიდი მადლობა ბატონო ვლადიმერ და ძალიან მალე ისევ დაგელაპარაკები და ალბათ ძალიან მალე შევხვდებით” – “შემდეგ ჯერზე, მოსკოვში” ,- უპასუხა მას პუტინმა

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.