საბოლოო გადაწყვეტილებას, ასევე, ვის რა წილი დანაშაული მიუძღვის ამ საქმეში, მიიღებს სასამართლო

საბოლოო გადაწყვეტილებას, ასევე, ვის რა წილი დანაშაული მიუძღვის ამ საქმეში, მიიღებს სასამართლო
საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ, ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ბრალდებით, ცალკეული ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ, მედიასთან ისაუბრა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.
დეპუტატის თქმით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას, ასევე, ვის რა წილი დანაშაული მიუძღვის ამ საქმეში, სასამართლო მიიღებს.
„ის, რაც პროკურატურის ბრიფინგზე მოვისმინეთ, ნანახი გვაქვს პირდაპირ ეთერებშიც. ვნახეთ, საკანონმდებლო ორგანოს შენობაზე და პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის მცდელობა, „მოლოტოვის კოქტეილების“ გამოყენება, პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობა. საგარეო ფრონტზე კი ცალკე ხაზი ჰქონდათ გახსნილი – თითქოს საქართველო იყო შავი ხვრელი, არადა, შესაბამისი კომპეტენტური, მათ შორის, უცხოელი პარტნიორების მხრიდან დადებითი შეფასება გვქონდა – არავითარი შავი ხვრელი საქართველოში არ ფიქსირდებოდა. იყო სანქციებთან მიერთების მცდელობა, განცხადებები და რეზოლუციები, რომელსაც საქართველოდან ამარაგებდა აგენტურა, რომელიც მოუწოდებდა საზოგადოებას, ცალ ფეხზე მდგარიყო. ეს არის მტრული დამოკიდებულება, მაგრამ სამართლებრივი შეფასება უნდა გააკეთოს შესაბამისმა უწყებებმა. საბოლოო გადაწყვეტილებას, ასევე, ვის რა წილი დანაშაული მიუძღვის ამ საქმეში, მიიღებს სასამართლო,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც