ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საბერძნეთი პირველი ევროპული ქვეყანა გახდა, რომელმაც 15 წლამდე ასაკის ბავშვებს სოციალური მედიის გამოყენება აუკრძალა

საბერძნეთი პირველი ევროპული ქვეყანა გახდა, რომელმაც 15 წლამდე ასაკის ბავშვებს სოციალური მედიის გამოყენება აუკრძალა

საბერძნეთი ევროპაში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც 15 წლამდე ასაკის ბავშვებს სოციალური მედიის გამოყენება აუკრძალა, 18 წლამდე ასაკის მოზარდებს კი ამიერიდან ონლაინ ფსონების პლატფორმებსა და ალკოჰოლური და თამბაქოს ნაწარმის გაყიდვის ვებსაიტებზე შესვლა აეკრძალებათ – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
როგორც საბერძნეთის მთავრობაში აცხადებენ, აკრძალვა შემოღებულია ბავშვების ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის დასაცავად იმ ეპოქაში, როდესაც ინტერნეტის უკონტროლო გამოყენება სერიოზულ რისკებს წარმოადგენს.
როგორც „ევროპულსი“ წერდა, ხელისუფლებას ამაში აპლიკაცია Kids Wallet დაეხმარება. ეს აპლიკაცია, რომელიც უკვე წარმოდგენილია საბერძნეთის ციფრული მმართველობის სამინისტროს მიერ, გამოიყენებს ბავშვის ასაკის შესახებ ინფორმაციას და ავტომატურად დაბლოკავს წვდომას აკრძალულ პლატფორმებზე.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.