ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საბერძნეთის კუნძულებზე ტყის ხანძრების გამო ასობით ტურისტის ევაკუაცია განხორციელდა

საბერძნეთის კუნძულებზე ტყის ხანძრის გამო ასობით ტურისტია ევაკუირებული.
ტყის მასშტაბური ხანძრიდან გამომდინარე, ტურისტული კომპანიები იძულებული გახდნენ, საბერძნეთის კუნძულ კოსზე დასასვენებლად ჩასული ასობით ტურისტი ტერიტორიიდან გაეყვანათ.
ევაკუირებული ადამიანები თავდაპირველად სკოლების სპორტულ დარბაზებში გადაიყვანეს.
ბერძნული გამოცემების ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან დაახლოებით 10 ათასი ადამიანი – ტურისტი და ადგილობრივი მცხოვრები იქნა ევაკუირებული. ამ დროისთვის უკვე ლოკალიზებულია ხანძარი, რომელიც კარდამენის მიმართულებით ვრცელდებოდა. კუნძულ კოსის გარდა, ხანძარია ქიოსსა და კრეტაზეც.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.