საბედნიეროდ, საზოგადოება კარგად ხედავს განსხვავებას ელისო ბოლქვაძესა და რომან გოცირიძეს შორის – ელისო ბოლქვაძე

საქართველოს პრალამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძის განცხადებით, როცა ოპოზიციურად განწყობილ მედიას სასაუბროდ „საკვები“ აღარ აქვს, ფაქტების სუბიექტური აღქმებით შეფასებას იწყებს.
„ტყუილია, რომ დღეს „ბიუროს სხდომაზე, როიალის საკითხი მე დავაყენე“ – ამ საკითხით მანიპულირება, სრულიად უადგილოდ წამოჭრა ბ-ნმა გოცირიძემ, რაზეც სათანადო რეაქცია მიიღო ჩემგან. ტერმინს „ბიუროზე საკითხის დაყენებას“ სულ სხვა დატვირთვა აქვს! ვურჩევდი ოპოზიციურ მედიას, ტერმინები სათანადოდ შეისწავლონ და უნიჭო დეზინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ. საბედნიეროდ, საზოგადოება კარგად ხედავს განსხვავებას ელისო ბოლქვაძესა და რომან გოცირიძეს შორის!“, – წერს ელისო ბოლქვაძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა სეფაშვილი ოპოზიციის გასვლით შეხვედრებზე: ოპოზიციაში ეშინიათ მოსახლეობასთან პირისპირ კომუნიკაციის, რაც იმას მოწმობს, რომ ისინი ვიღაცის დასანახად და რაღაც დავალების შესასრულებლად აწყობენ ე.წ. შეხვედრებს