საბა სხვიტარიძე – არ ვაპირებ შეწყალება ვთხოვო არალეგიტიმურ პრეზიდენტს – არ გამოგივათ ჭუჭყის ჩამორეცხვა ჩვენს ხარჯზე

არ ვაპირებ შეწყალება ვთხოვო არალეგიტიმურ პრეზიდენტს!, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, საბა სხვიტარიძე სოციალურ ქსელში წერს.
საბა სხვიტარიძის თქმით, სიმართლე მის მხარესაა და არ აპირებს აღიაროს ის, რაც არ ჩაუდენია.
„არ ვაპირებ ვაღიარო ის, რაც არ ჩამიდენია. არ ვაპირებ შეწყალება ვთხოვო არალეგიტიმურ პრეზიდენტს! სიმართლე ჩემს მხარეს არის და არაფრის ფასად არ დავთმობ ჩემს სიმართლეს. არ გამოგივათ ჭუჭყის ჩამორეცხვა ჩვენს ხარჯზე. „ქოცებო“, მოგიწევთ ამ ტვირთის ზიდვა ცხოვრების ბოლომდე!“, – წერს საბა სხვიტარიძე სოციალურ ქსელში.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, საბა სხვიტარიძე სასამართლომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსის, მირიან ქავთარაძის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში დამნაშავედ ცნო და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ბეჟაშვილი – ჩვენი პარტია იყო და უნდა დარჩეს ერთადერთ პლატფორმად, სადაც თავმჯდომარეებს ხალხი ირჩევდა – მომავალი ეკუთვნის მათ, ვისაც ბრძოლა და რისკის გაღება შეუძლია და არა მათ, ვინც სტატუს-კვოს შენარჩუნებას ცდილობს