ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საბა სხვიტარიძეს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა

საბა სხვიტარიძეს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა

პროევროპული აქციების დროს დაკავებულ საბა სხვიტარიძეს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
მოსამართლემ სხვიტარიძე დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველ ნაწილით ცნო.
საბა სხვიტარიძეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსის, მირიან ქავთარაძის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას ედავებოდნენ.
თავდაპირველად საქმე პოლიციელზე თავდასხმის მუხლით აღიძრა, თუმცა, 2025 წლის 24 ივლისს ბრალი გადააკვალიფიცირეს და საქმიდან სრულიად ამოვარდა პოლიციელზე თავდასხმის ნაწილი. პროკურატურამ აღიარა, რომ საბა სხვიტარიძემ არ იცოდა, რომ მირიან ქავთარაძე პოლიციელი იყო.
მუხლი, რითაც საბა სხვიტარიძეს ედავებოდნენ სასჯელის ზომად ითვალისწინებდა ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ექვს თვემდე, ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე. ჯვებე ნაჭყებიამ კი საბა სხვიტარიძე საპატიმროში 2 წლით გაუშვა.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.