ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საბა სულამანიძე და გოჩა ქვრივიშვილი ახალგაზრდებს შორის MMA-ის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები არიან

საბა სულამანიძე და გოჩა ქვრივიშვილი ახალგაზრდებს შორის MMA-ის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები არიან

აბუ-დაბიში შერეული საბრძოლო ხელოვნების ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირზე ქართველი სპორტსმენები წარმატებით ასპარეზობენ – საბა სულამანიძემ და გოჩა ქვრივიშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
საბა სულამანიძემ (-93 კგ) ორი მოწინააღმდეგე დაამარცხა, ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
გოჩა ქვრივიშვილმა (-83,9 კგ) ნახევარფინალი ტაჯიკ ღაფურჟონ ღაფუროვთან დათმო და ასევე, ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ამ ეტაპზე შვიდი მედალია. ოქრო შიო გენჯაძემ ( 40 კგ) მოიპოვა, ვერცხლს შაკო მესხი (44 კგ) და გიორგი კახიძე (-65,8 კგ) დასჯერდნენ, ბრინჯაოს პრიზიორები კი ნინი ცქვიტარია (56 კგ), რევაზ მჭედლიშვილი (57 კგ) და საბა სულამანიძე (-93 კგ) გახდნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.