არქივი5 მაისი, 2024, 09:38
საბა ლობჟანიძის მორიგი გოლი MLS-ში - "ატლანტა იუნაიტედი" "მინესოტასთან" დამარცხდა [VIDEO]
MLS-ის მორიგ ტურში "ატლანტა იუნაიტედი" შინ "მინესოტასთან 1:2 დამარცხდა.
მატჩის მე-80 წუთზე საბა ლობჟანიძემ ერთი გოლის გაქვითვა მოახერხა, თუმცა დარჩენილ დროში "ატლანტამ" ანგარიშის გათანაბრება ვეღარ მოასწრო.
ლობჟანიძის გუნდი 10 ტურის შემდეგ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილს იკავებს. საბამ მიმდინარე სეზონში 2 გოლის გატანა და ერთი საგოლე პასის შესრულება მოახერხა.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.