არქივი18 იანვარი, 2025, 16:23
საბა ბუაძის განცხადებით, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე თავს დაესხნენ

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის განცხადებით, მას თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე თავს დაესხნენ.
ბუაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს და აცხადებს, რომ პროვოკატორები ქვებს ისროდნენ.
„ვაჟა-ფშაველაზე, საბურთალოს შტაბიდან გამოსულებს პროვოკატორები შემოგვხვდნენ „შემთხვევით“, გინებით, დანით და ქვების სროლით. შინაგან საქმეთა სამინისტროს არც „ვთაგავ“, - წერს ბუაძე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.