საბა ბუაძე - უნდა შევეწინააღმდეგოთ იმ რუსულ სპეცოპერაციას, რომელსაც ივანიშვილი და "ქართული ოცნება" ახორციელებენ - ამ პროცესში სიმტკიცე გვჭირდება
პასუხისმგებლობა გვკარნახობს იმას, რომ ჩვენი თვითგადარჩენის ინსტინქტით მოვიდეთ აქ და შევეწინააღმდეგოთ იმ რუსულ სპეცოპერაციას, რომელსაც ივანიშვილი და "ქართული ოცნება" ახორციელებენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა საბა ბუაძემ პარლამენტთან განუცხადა, სადაც "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია უნდა გაიმართოს.
ბუაძის თქმით, საზოგადოებამ "ეს ბრძოლა ბოლომდე უნდა მიიყვანოს".
"როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენაზე, კარგად უნდა გავიაზროთ ის პასუხისმგებლობა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გვაქვს. სწორედ ეს პასუხისმგებლობა გვკარნახობს იმას, რომ ჩვენი თვითგადარჩენის ინსტინქტით მოვიდეთ აქ და შევეწინააღმდეგოთ იმ რუსულ სპეცოპერაციას, რომელსაც ივანიშვილი და "ქართული ოცნება" ახორციელებენ. შესაბამისად, ჩვენ ამ პროცესში სიმტკიცე გვჭირდება და უნდა გვახსოვდეს, რასთან გვაქვს საქმე, მეტი მოთმინებითაც უნდა აღვიჭურვოთ და უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ბრძოლა ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ალტერნატიული პერსპექტივები უმძიმესია, რომელსაც ივანიშვილი და ივანიშვილის ხელისუფლება ამ ქვეყანას უქადის",- განაცხადა ბუაძემ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.