ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საბა ბუაძე - კიდევ ერთხელ მადლობა ნაკრებს, მწვრთნელებს, ყველას, ვინც ეს ისტორიული დღე გახადა შესაძლებელი - მინდა მივულოცო კახა კალაძეს, მიუხედავად იმისა, როგორია ჩემი შეფასება მასზე, როგორც ქალაქის მერზე

მინდა მივულოცო კახა კალაძეს. მიუხედავად იმისა, როგორია ჩემი შეფასება მასზე, როგორც ქალაქის მერზე, ის იყო და არის ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეულად მაგარი ფეხბურთელი. დარწმუნებული ვარ მასაც და ჩვენი ფეხბურთის სხვა ვეტერანებს განსაკუთრებით გაუხარდათ ეს გამარჯვება, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოში „ლელოს“ დეპუტატმა საბა ბუაძემ საკრებულოს სხდომაზე საქართველო-საბერძნეთის ფინალურ მატჩზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე თამაშმა ერთიანობის გულწრფელი დღესასწაული მოიტანა.
„კიდევ ერთხელ მადლობა ნაკრებს, მწვრთნელებს. ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს ისტორიული დღე გახადა შესაძლებელი. ეს იყო ჩვენი ქვეყნის ერთიანობის გულწრფელი დღესასწაული. კიდევ ერთი მაგალითი, როგორ გვჭირდება გამარჯვებები და რამხელა ერთიანობის მოტანა შეუძლია ამ გამარჯვებებს. მინდა მივულოცო კახა კალაძეს. მიუხედავად იმისა, როგორია ჩემი შეფასება მასზე, როგორც ქალაქის მერზე. ის იყო და არის ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეულად მაგარი ფეხბურთელი. დარწმუნებული ვარ, მასაც და ჩვენი ფეხბურთის სხვა ვეტერანებს განსაკუთრებით გაუხარდათ ეს გამარჯვება”,-აღნიშნა ბუაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.