საბა ბუაძე – თამარ რომელაშვილი ოჯახის უახლოესი წევრის დაკრძალვაზე წავიდა რუსეთში – ადამიანი ტრაგედიის დროს მაინც დავტოვოთ ხელშეუხებელი

“ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე აცხადებს, რომ „ლელოს“ ისნის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამარ რომელაშვილი რუსეთში ოჯახის უახლოესი წევრის დაკრძალვაზე გაემგზავრა.
კერძოდ, საბა ბუაძე ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, “ლელოს” ისნის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თამარ რომელაშვილი მოსკოვში გაემგზავრა. ბუაძის თქმით, არაფერი უკვირს, რადგან „ომში ვართ”, სადაც კონკრეტული ტელევიზია „რეჟიმის იარაღია ჩვენს წინააღმდეგ“, თუმცა ომსაც აქვს თავის წესები.
„რა თქმა უნდა ძალიან მარტივი იყო იმის გარკვევა, რომ ბაია [თამარ რომელაშვილი] ოჯახის უახლოესი წევრის დაკრძალვაზე წავიდა რუსეთში.
სამწუხაროდ, „რუსთავი 2“-ის ინტერესში ეს თავიდანვე არ ყოფილა. მათი ინტერესი ამ პოლიტიკური და მედია ანტისანიტარიის გავრცელება იყო.
აღარაფერს ვამბობ ჟურნალისტურ სტანდარტზე და იმაზე, რომ ადამიანი ტრაგედიის დროს მაინც დავტოვოთ ხელშეუხებელი.
მე არაფერი მიკვირს, რადგან ვიცი, რომ ომში ვართ, სადაც ეს ტელევიზია რეჟიმის იარაღია ჩვენს წინააღმდეგ. ოღონდ, ომსაც აქვს თავის წესები და იქაც იციან, რომ ადამიანს გლოვის შესაძლებლობა უნდა მიცე.
ძალიან კარგად ეტყობა ამ არხს მისი პოლიტიკური კურატორის და ხელმძღვანელის ხელწერა, რომელსაც არანაირი მორალური თვითშებოჭვა არ გააჩნია. ზუსტად ისეთ პასუხს მიიღებთ ჩემგან როგორსაც იმსახურებთ”, – წერს საბა ბუაძე „ფეისბუქზე“.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?