ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საბა ბუაძე - თაზო დათუნაშვილი გაიტაცეს მანდატურებმა, ფიზიკურად გაუსწორდნენ და სასამართლოს სარდაფში საკანში ჰყავთ გამოკეტილი

საბა ბუაძე - თაზო დათუნაშვილი გაიტაცეს მანდატურებმა, ფიზიკურად გაუსწორდნენ და სასამართლოს სარდაფში საკანში ჰყავთ გამოკეტილი

„ლელო- ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის განცხადებით, ამავე პარტიის წევრი, თაზო დათუნაშვილი სასამართლო პროცესის შემდეგ მანდატურებმა გაიტაცეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მისივე თქმით, თაზო დათუნაშვილი მანდატურებს ამ დრომდე „სასამართლოს სარდაფში საკანში ჰყავთ გამოკეტილი“.
„თაზო დათუნაშვილი გაიტაცეს მანდატურებმა, ფიზიკურად გაუსწორდნენ და სასამართლოს სარდაფში საკანში ჰყავთ გამოკეტილი. ტელეფონი წაართვეს“, - წერს საბა ბუაძე „ფეისბუქზე“.
ინფორმაციისთვის, ცოტა ხნის წინ ხმაური იყო საქალაქო სასამართლოს ეზოში, სადაც “ლელო - ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილი, სავარაუდოდ, დააკავეს. დათუნაშვილი სასამართლოს შენობას ტოვებდა, რა დროსაც ის მანდატურებმა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით ტერიტორიიდან გაიყვანეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.