ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საბა ბრაჭველი: ბოლო კვირებში მოლდოველმა სპეცსამსახურებმა ამოიღეს ათობით მილიონი ნაღდი ფული, რომლითაც რუსეთი და მისი პროქსები საარჩევნო ხმებს ყიდულობდნენ

საბა ბრაჭველი: ბოლო კვირებში მოლდოველმა სპეცსამსახურებმა ამოიღეს ათობით მილიონი ნაღდი ფული, რომლითაც რუსეთი და მისი პროქსები საარჩევნო ხმებს ყიდულობდნენ
იურისტი საბა ბრაჭველი:
როცა მეზობლად რუსეთი გყავს (და არა მხოლოდ), ლიბერალური დემოკრატიის ეშხთან ცოტა ფრთხილად უნდა იყო. ტოლერანტობის პარადოქსი გეცოდინებათ - ქვეყნის მტრები ჯერ დემოკრატიული მექანიზმებით ქვეყანას ეუფლებიან, შემდეგ კი ამავე მექანიზმებს მთლიანად ითვისებენ ან სპობენ, რათა ძალაუფლება სამუდამოდ შეინარჩუნონ. სწორედ ამ სცენარის შესაკავებლად, ვაიმარის რესპუბლიკის ნანგრევებზე აღმოცენდა 'მებრძოლი დემოკრატიის' იდეა, რომლის ყველაზე ნათელ სიმბოლოდ გუშინ მოლდოვა იქცა.
ბოლო კვირებში მოლდოველმა სპეცსამსახურებმა ამოიღეს ათობით მილიონი ნაღდი ფული, რომლითაც რუსეთი და მისი პროქსები საარჩევნო ხმებს ყიდულობდნენ, აკრძალეს ქეშის დამრიგებელი პარტიები, ჩაატარეს ჩხრეკები, მისწვდნენ ტელეგრამ არხებს და ა.შ. რუსული ჩარევის წინააღმდეგ ყველა საერთაშორისო ქსელი და ლეგალური მეთოდი გამოიყენეს, გაზარდეს უბნების ოდენობა საზღვარგარეთ, შეამცირეს - დნესტრისპირეთსა და გაგაუზიაში, ყურადღება არ მიაქციეს რუსების ცრუ ზარებს, პროევროპულ უბნებზე ბომბებიაო. რუსეთმა რამდენიმე ასეული ათასი მოლდოველის მოსყიდვა და მობილიზება მაინც შეძლო, მაგრამ მისი საყრდენი პარტია, საბოლოოდ, სრულიად გაცამტვერდა.
ერთი სიტყვით, დემოკრატიამ იბრძოლა, თავი დაიცვა, და გაიმარჯვა. მთავრობას სანდუ დააკომპლექტებს, მაგრამ მოლდოვის პარლამენტში 5 სხვადასხვა პარტია იქნება.
თუ დემოკრატიული, კონსტიტუციური, და ევროპული მომავალი გვინდა, ჩვენც უნდა ვიბრძოლოთ, თავი დავიცვათ და გავიმარჯვოთ.
და შემდეგ მუდმივად ფრთხილად ვიყოთ, რომ რუსეთის დამქაშებმა ხალხის გონების მოწამვლის მცდელობა ასე ღიად და დაუფარავად ვეღარასდროს შეძლონ.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.