საბა ბრაჭველის თქმით, რეზინის ტყვია თვალის არეში ესროლეს

იურისტი საბა ბრაჭველი ამბობს, რომ სპეცრაზმმა მას რეზინის ტყვია თვალის არეში ესროლა.
„ჩიტაძეზე გადამიღო რამდენიმე პოლიციელმა ფოტო/ვიდეო, ვიცოდი ეს რასაც ნიშნავდა, მოვშორდით აქაურობას, ჭიჭინაძე/ინგოროყვაზე ავედით და იქ ჩვეულებრივად დგომის დროს, სპეცრაზმიდან მიმიმუმ 100 მეტრის დაშორებით, დამიმიზნეს და ტყვია მომარტყეს. მადლობა რეფლექსებს, რომ თვალზე ყველაფერი წესრიგშია, წარბს და ლოყას რა უშავს. მადლობა მოკითხვისთვის ყველას. ავალ ახლა უკან და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, თქვენი ძაღლების არავის ეშინია, არავის“, – წერს იგი.
სპეცრაზმმა 40 წუთია, მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენება დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო-ძლიერი საქართველო“ – “ქართულ ოცნებას” მოუწევს გაიაზროს, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობის პირობებში სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე მათ ეკისრებათ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩემთვის და მიშასთვისაც იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია – ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ, იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს