არქივი26 ნოემბერი, 2023, 18:10
საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
2023 წლის საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული 228 ქულით საფრანგეთი გახდა. მეორე და მესამე ადგილზე კი ესპანეთი და სომხეთი გავიდნენ.
რაც შეეხება საქართველოს, ის 74 ქულით მე-14 ადგილზე გავიდა. წელს საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე პროექტ „რანინას“ გამარჯვებული ანასტასია ვასაძე და „რანინას“ მონაწილეები ოთო ბაზერაშვილი და ნიკოლოზ ხარატი წარმოადგენდნენ სიმღერით Over The Sky.
საბავშვო ევროვიზია 2023 საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გაიმართა.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.