საახალწლო ღონისძიება გორში 28 დეკემბერს გაიმართება

28 დეკემბერს გორში მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით საახალწლო ღონისძიება გაიმართება.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, საახალწლო პროგრამა ქალაქის ცენტრალური მოედანზე, მთავარი ნაძვის ხის მიმდებარედ 14:00 საათზე დაიწყება.
„ღონისძიებას გახსნის ორკესტრისა და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა. მთელი დღის განმავლობაში მოედანზე მოეწყობა საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. წარმოდგენილი იქნება კვების სივრცეები.
14:00 საათიდან ბავშვების განწყობაზე ანიმატორები იზრუნებენ. 18:00 – მდე პატარებისთვის მოწყობილი იქნება ელფების სახელოსნო.
საახალწლო ღონისძიებაზე ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ თოვლის ბაბუას და ზღაპრის გმირებს და იხილონ ქიმიური შოუ.
საახალწლო ღონისძიება ღამის შოუს ბენდის კონცერტით დასრულდება. კონცერტი ცენტრალურ მოედანზე 18:00 საათზე დაიწყება, რომლის დასრულების შემდეგაც დაგეგმილია საზეიმო ფოიერვერკი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია