საახალწლო მიმართვაში პატიმარი ნავალნი ამბობს, რომ თავს არ გრძნობს მიტოვებულად
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი - რომელსაც 19 წლით აქვს მისჯილი პატიმრობა ბევრის აზრით პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით, და რომელიც ამჟამად იმყოფება დასავლეთ ციმბირის ვაკის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე კოლონიაში - საახალწლო მიმართვაში "არქტიკულ ჩახუტებას" უგზავნის თავის მხარდამჭერებს.
31 დეკემბერს ტელეგრამით გამოქვეყნებულ მიმართვაში ნავალნი ამბობს, რომ ოჯახი ენატრება, და აქვეყნებს ცოლთან და შვილებთან გადაღებული ფოტოების კოლაჟს. თუმცა დასძენს: "თავს არ ვგრძნობ მარტო, მიტოვებულად ან იზოლირებულად".
"დარჩით კარგ, პატიოსან ადამიანებად და ამ ახალ წელს შეეცადეთ კიდევ უკეთესები და უფრო პატიოსნები იყოთ" - ეუბნება ნავალნი თავის მხარდამჭერებს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.