არქივი13 ნოემბერი, 2025, 17:39
საახალწლო ილუმინაციების მოწყობის გამო ბორის პაიჭაძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საახალწლო ილუმინაციების მოწყობის გამო, 14 ნოემბერს ბორის პაიჭაძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეზღუდვა 00:00 საათიდან 06:00 საათამდე იმოქმედებს.
„საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოების გამო დიღმის მასივში, ბორის პაიჭაძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა დროებით ორივე მიმართულებით შეიზღუდება. ავტომანქანების გადაადგილების შეზღუდვა 14 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე იმოქმედებს.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.