საახალწლო განათებების მონტაჟის გამო რუსთაველის გამზირზე მოძრაობა შეიზღუდება

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო 11-დან 12 დეკემბრის ღამეს, 00:00-დან 06:00 საათამდე, მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ მონაკვეთში.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.
„მთაწმინდის რაიონის სხვა ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით. თავისუფლების მოედანზე კი გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით.
მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, ს ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით იმოძრავებენ.
თბილისში საახალწლო ღონისძიებები 2023 წლის 15 დეკემბრიდან 2024 წლის 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება.
თბილისის მერია წელსაც ტენდერის გარეშე ყიდულობს საახალწლო ღონისძიებებისთვის საჭირო მომსახურებას. ამისთვის ჯამში ბიუჯეტიდან იგეგმება 6 501 641 ლარის დახარჯვა.
2024 წლის საახალწლო ღონისძიებებისთვის მერია დამატებით 720 ათასი ლარს ახალი ნაძვის ხისთვის დახარჯავს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ბოკერია – ჩვენი პოლიტიკური ძალა შეუერთდება პრეზიდენტის გზავნილს – ეს ნიშნავს დემონსტრირებას, რომ განსხვავებული ხედვის ადამიანებს მნიშვნელოვან საკითხებზე შეუძლიათ ერთად მუშაობა, ე.ი. ქმედითი იქნება კოალიციური მთავრობის კონფიგურაცია