არქივი22 ივლისი, 2024, 13:38
საარჩევნო უბანი გაიხსნება ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში – პრემიერი
საარჩევნო უბანი გაიხსნება ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა.
„ჩვენ ვიმოქმედებთ საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით და ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში გაიხსნება უბანი“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.