საარჩევნო დავებს “სასამართლო კლანის” წევრად მოაზრებული დიმიტრი გვრიტიშვილიც განიხილავს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) და კოალიციური სადამკვირვებლო მისიის, “ჩემი ხმის” საარჩევნო საჩივრებს სააპელაციო სასამართლოში დიმიტრი გვრიტიშვილი განიხილავს.
გვრიტიშვილი ერთ-ერთია ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში შემავალ სამ მოსამართლეს შორის. ორგანიზაციების იურისტებმა მისი აცილების შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
დიმიტრი გვრიტიშვილი ერთ-ერთია იმ მოსამართლეებს შორის, რომელსაც სამოქალაქო ორგანიზაციების და სფეროს სპეციალისტები “სასამართლო კლანის” წევრებად მოიხსენიებენ. მათი შეფასებით, ეს არის არაფორმალური ჯგუფი, რომელიც, ითვლება, რომ აკონტროლებს მთელ სასამართლო სისტემას. თავად გვრიტიშვილი და სხვები კლანის არსებობას უარყოფენ და ამბობენ, რომ არსებობს მხოლოდ მოსამართლეთა “იდეური ერთობა”. ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა. გარდა ამისა 2022 წელს, -ს მირ სანქცირებულ, ასევე “კლანის” წევრად მოაზრებულ ლევან მურუსიძესთან ერთად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად აირჩიეს. ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მათი დანიშვნა “კლანის” გაძლიერებად შეაფასეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს “ჩემი ხმისა” და საია-ს საარჩევნო საჩივრებს. ეს უკანასკნელი ფარულობის დარღვევის გამო ყველა იმ უბნის ბათილობას ითხოვს, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა. “ჩემი ხმის” სარჩელი კი მოიცავს სხვადასხვა ტიპის დარღვევებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ უკვე განიხილა “სამართლიანი არჩევნების” საჩივრები, თუმცა არცერთი არ დააკმაყოფილა.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად