საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებთან მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებთან მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებთან მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ამჯერად თბილისში გაიმართა და მისი მიზანი 2025 წლის მუნიციპალიტეტის არჩევნების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება, საარჩევნო პროცედურებისა და მომსახურების ხელმისაწვდომობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება იყო.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის () შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა და მდივანმა ელენე ბობოხიძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს ინფორმაცია 4 ოქტომბრის არჩევნების შესახებ და ზოგადად საარჩევნო სიახლეების შესახებ. ცესკოს წარმომადგენლებმა მათ ინფორმაცია მიაწოდეს ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობების შესახებ. შეხვედრის მონაწილეებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით მათთვის საინტერესო კითხვებზე.
შეხვედრა პირველ ოქტომბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის () შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ფარგლებში, საქართველოს ყრუთა კავშირთან თანამშრომლობით გაიმართა.
Previous: მამუკა მდინარაძის უწყინარმა განცხადებამ, საქართველოში მოქმედი დესტრუქციული ჯგუფების თვითლუსტრაცია მოახდინა. უნებლიედ აღიარეს, რომ გარკვეული ორგანიზაციები და პირები მართლაც იღებენ დაფინანსებას ტაივანიდან

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერი მოწესრიგდეს ქვეყანაში, მათ შორის ელექტროენერგიის მოხმარება მესტიის მუნიციპალიტეტში, უნდა დამკვიდრდეს სწორ პრინციპებზე დაფუძნებული მოხმარების სისტემა, ამას უზრუნველყოფს გამრიცხველიანება, რაც დაიწყება უახლოეს მომავალში

ირაკლი კობახიძე – ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, აშკარად აჭრილია ბატონი ფიშერი, საუბრობს ჩვენს მეგობარ ქვეყნებსა და ხალხებზე და, საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ მათ რაღაცნაირად უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს, ეს არანაირ დადებით და სერიოზულ შეფასებას არ იმსახურებს

ირაკლი კობახიძე – რაც გააფუჭა უსამართლობამ, ის შეიძლება, გაასწოროს მხოლოდ სამართლიანმა მიდგომამ, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულმა ურთიერთობებმა, ეს არის ჩვენი მოწოდება ამერიკელი კოლეგების მიმართ

პრემიერი – აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ოპოზიციას არ ესარგებლა საკუთარი მანდატებით, მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული, ზოგადად, ყველა პარტიამ პატივი უნდა სცეს საკუთარი ამომრჩევლის მიერ მიკუთვნებულ მანდატს