საარჩევნო ადმინისტრაციამ ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან მორიგი შეხვედრა გამართა

საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა ყვარლის ახალგაზრდულ ბანაკში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
საქართველოს საარჩევნო ისტორია, სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო გამოცდილება, არჩევნებსა და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობა – ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ახალგაზრდებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები იყო. ნათია იოსელიანმა ახალგაზრდებს იმ ეტაპების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში განახორციელა. საუბარი ასევე შეეხო დეზინფორმაციას და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებს. ნათია იოსელიანმა შეხვედრის მონაწილეებს ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგია გააცნო და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შესახებ.
ყვარლის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მარიამ შეყელაძემ ახალგაზრდებს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები პირადად გააცნო და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობების შესახებ ხმის მიცემისა და დათვლის პროცესში. ახალგაზრდებმა ყველა ის ეტაპი გაიარეს, რომელსაც ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე გადის.
შეხვედრის დასასრულს ახალგაზრდებმა მათთვის საინტერესო არაერთი კითხვა დასვეს, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს.
საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირებისა და წარმომადგენლების საინფორმაციო შეხვედრები ახალგაზრდებთან, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს. ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის წევრებთან შეხვედრას 50-მდე ახალგაზრდა დაესწრო.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ – ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა – ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება