პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სააპელაციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

სააპელაციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან ოპოზიციური პარტიებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე კოალიცია ძლიერი საქართველოსა და ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის წევრები იმყოფებიან. აქციის მონაწილეები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.
კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერის, ნიკა მელიას ცნობით, სააპელაციო სასამართლოში უბნების ბათილობასთან დაკავშირებით არასამთავრობოების საჩივრების განხილვა გაიმართება და ისინი სამართლიან განხილვას მოითხოვენ.
ადგილზე, როგორც სასამართლოს ეზოში, ისე მიმდებარე ტერიტორიაზე, მობილიზებულია პოლიციელების განსაკუთრებული რაოდენობაც.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სასამართლოს ბლოკირება და მისი ფუნქციონირების შეფერხება კანონმდებლობით აკრძალულია, შესაბამისად, თუ მსგავსი რამ მოხდება პოლიცია აქციის მონაწილეებს კანონის დაცვისაკენ მოუწოდებს.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ნოემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.