ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სააკაშვილ-გვარამიას შორის დაპირისპირება საჯარო სივრცეში ინაცვლებს

სააკაშვილ-გვარამიას შორის დაპირისპირება საჯარო სივრცეში ინაცვლებს
სააკაშვილ-გვარამიას შორის დაპირისპირება საჯარო სივრცეში ინაცვლებს. ამაზე კი მეტყველებს დღეს გამოქვეყნებული ფეისბუქ პოსტები. თავდაპირველად, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, რომელშიც ის ეხმიანება “მთავარი არხი”-ს დაკვეთით ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევას და მას საუკუნის ანეკდოტს უწოდებს.
“გუშინდელი სოციოლოგიური კვლევის შედეგები იყო საუკუნის ანეკდოტი. ჩვენ გავიმარჯვებთ ! “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვების კოალიცია”- წერს სააკაშვილი, რასაც მყისვე გამოეხმაურა ნიკა გვარამია, მაგრამ კომენტარის გარეშე, მხოლოდ მინიშნებებით, რომ ის მიდის დეგრადაციისკენ.
შეგახსენებთ, “მთავარი არხი”-ს დაკვეთით ჩატარებულ სოციოლოგიური კვლევაში ნიკა გვარამიას ახალი პარტია და ნაც.მოძრაობა 9- 9 პროცენტს ინაწილებენ, ხოლო პირველ ადგილზე “ქართული ოცნებაა”.
Previous: პრემიერი განასახიერებდა პატარა, თუმცა სუვერენული, საკუთარ ღირსებასა და სიმართლეში დარწმუნებულ ქვეყანას, ხოლო გერმანიის კანცლერი – გარე გავლენების ტყვეობაში მყოფ ვასალს

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.