სააკაშვილმა კარგად შეაფასა ის პროცესები, რომლებიც პარტიიდან ცალკეული პირების გასვლას უკავშირდება – მან ეს “ევროპული საქართველოს” ბოკერიას გზას შეადარა –

ამ დრომდე გრძელდება “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მიერ პარტიის დატოვების პროცესი. “ნაცმოძრაობიდან” გასვლის შესახებ განცხადება უკვე ათასზე მეტმა ადამიანმა გააკეთა. ისინი პარტიაში არაფორმალურ მმართველობაზე ამახვილებენ ყურადღებას და, შექმნილი კრიზისის გამო, ლევან ხაბეიშვილს ადანაშაულებენ.
საპასუხოდ კი აცხადებს, რომ მსგავსი სირთულეები პარტიას ადრეც ჰქონია, თუმცა, პარტია ყოველ ჯერზე დაძლია.
“მსგავსი ტალღების გასვლის არაერთხელ ყოფილა “ნაციონალურ მოძრაობაში,” მაგრამ “ნაციონალური მოძრაობა” ასეთი სირთულეებიდან ყოველთვის გამოსულა. მიხეილ სააკაშვილმა კარგად შეაფასა ის პროცესები, რომლებიც პარტიიდან ცალკეული პირების გასვლას უკავშირდება, მან ეს შეადარა “ევროპული საქართველოს” ბოკერიას გზას,” – აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.
ამავე დროს “ნაცმოძრაობაში” მიმდინარე პროცესს გარკვეული ძალების მხრიდან კოორდინირებულად მიიჩნევენ მმართველ გუნდში და მიიჩნევენ, რომ ამის მიზანია, ენმ-სთან ერთად, საარჩევნო ბარიერი კიდევ ერთმა პარტიამ გადალახოს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – გულწრფელად ვულოცავ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას, მოუთმენლად ველი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა

თამარ ჩერგოლეიშვილი ანა წითლიძის განცხადებას პასუხობს – ეს ბანდერლოგები უარყოფენ ადამიანის არჩევანს, მათთვის ყველა პირუტყვია, რომელსაც ჭკუიდან გადასული პოლიტიკური ნარიმანი ანიჭებს ძალას