სააკაშვილი-ჯანაშიას საქმის პროკურორი – დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებები არარელევეანტურია, პირიქით, ბრალდების მხარის პოზიციას უფრო ამყარებს

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმის პროკურორის, არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, ყველა მოწმე ბრალდების მხარის სასარგებლო ჩვენებას აძლევს.
როგორც ტყეშელაშვილი აღნიშნავს, დაცვის მოწმეების ჩვენებები არარელევანტურია.
„დაცვის მხარეს მოწმეები მოჰყავს, რომლებიც განსახილველ საქმეზე ფაქტობრივად, არაფრის მთქმელი არ არიან. მათი ჩვენებები არარელევეანტურია, პირიქით, ბრალდების მხარის პოზიციას უფრო ამყარებენ, ვიდრე დაცვის ხმარის პოზიციას. როგორც მოგეხესენებათ, წინა პროცესზე სპეციალური დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი [თემურ მღებრიშვილი] დაიკითხა, მანაც უფრო ბრალდების მხარის სასარგებლო ჩვენება მისცა. ამის შემდეგ, დაცვის მხარემ სიცრუე გაავრცელა, თითქოს, მან ისაუბრა, რომ ხარჯები გრძელდებოდა იმავე წესით. პირიქით, აღნიშნულმა მოწმემ სრული კატეგორიულობით განაცხადა, რომ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში, ისეთი ხარჯები, რასაც ბრალდებულებს ვედავებით – ფუფუნების, კოსმეტიკის და გახდომის, არ გაიწეოდა.
რაც შეეხება დღევანდელ მოწმეს [სიმონ ნოზაძეს], მან არაფერზე არ ისაუბრა, რაც დაცვის მხარისთვის სასარგებლო იქნებოდა, პირიქით, ბრალდების მხარის პოზიცია უფრო მეტად გაამყარა.
ყველა მოწმე, ვინც კი იკითხება და შემდეგ პერიოდზე საუბრობს, სრული კატეგორიულობით აცხადებს, ამგვარი ხარჯები, რასაც ბრალდებულებს ვედავებით – ფუფუქნების ხარჯები – შემდეგ პერიოდში არ გაიწეოდაო“, – განაცხადა ტყეშელაშვილმა.
ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეს, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”