ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სააკაშვილი: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ერთხელ აფრიალებული ევროპის დროშა აღარ დაეშვება

მე ვარ ამაყი ქართველი და უკრაინის ამაყი მოქალაქე. უკრაინამ გაუხსნა საქართველოს გზა ევროპაში, მაგრამ ქართველი ხალხი არის მთავარი სუბიექტი, რომელიც აახლოებს ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების დღეს.
ევროპამ შემოაბიჯა კავკასიაში და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ საქართველოში ერთხელ აფრიალებული ევროპის დროშა აღარასდროს დაეშვება. მე ის პირველად ავაფრიალე 2004-ში. 2008-ში რუსეთმა სცადა დაშვება და არ გამოუვიდა.
ახლა უკვე თავად ევროკავშირმა აწია ჩვენს რეგიონში თავისი დროშა და ამას ვეღარაფერი შეცვლის.
საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ის პირად გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა. 14 დეკემბერს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა დაწერა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.