ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სააკაშვილი ოპოზიციას „პოლიტიკური აქტივობის და ერთობის კომიტეტის“ შექმნას სთავაზობს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას პოლიტიკური ატქივობებისა და ერთობის კომიტეტის შექმნას სთავაზობს. მისი თქმით, ეს სტრუქტურა უნდა იყოს „იდეების გენერირების ადგილი და პოლიტიკური სათათბირო“.
დღეს, 20 დეკემბერს, თავის სასამართლო პროცესზე საუბრისას, სააკაშვილმა განაცხადა, რომ საჭიროა „ოპოზიციის სრული კოორდინაცია… ამის გარეშე საქმე არ კეთდება“.
„მინდა შემოგთავაზოთ ენმ-სთან ერთად, პოლიტიკური აქტივობების და ერთობის კომიტეტის შექმნა, როგორც აშშ-ში. [კომიტეტში] უნდა შევიდნენ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე… ასევე საზოგადოებისთვის ცნობილი პირები, რომლებიც არაა აუცილებელი, ენმ-ის წევრები იყვნენ და სოფო ჯაფარიძე, რომელიც იქნება ჩემი წარმომადგენელი“, – ამბობს სააკაშვილი.
მისივე თქმით, ეს კომიტეტი უნდა იყოს სათათბირო, რომელშიც ოპოზიცია სტრატეგიას შეიმუშავებს და სხვა საკითხებს განიხილავს, „სუპერ პაკი“.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა უთხრა ჟურნალისტებს, რომ ესაა „ჩვენი საერთო ინიციატივა, იმ კონკრეტული ადამიანებისთვის, ვისაც არ სურს პოლიტიკური პარტიის წევრობა“.
„სუპერ პაკი“, რომელზეც სააკაშვილი საუბრობს, არის პოლიტიკური აქტივობის/მოქმედების კომიტეტი . ასეთი სტრუქტურები აშშ-ში მოქმედებს. ისინი, როგორც წესი არ არიან პირდაპირ კავშირში რომელიმე კანდიდატთან, თუმცა ფულს ურიცხავენ მის კამპანიას ან/და მის მხარდასაჭერ რეკლამებს უკვეთავენ.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.