ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სააკაშვილი: ნება დამპყრობლის აღსრულდა — პრაქტიკულად სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს

სააკაშვილი: ნება დამპყრობლის აღსრულდა — პრაქტიკულად სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება განაჩენს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის (ე.წ. პიჯაკების) საქმეზე.
მიხეილ სააკაშვილის წერილი ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ გააცნო.
„რამხელა სიურპრიზია ოლიგარქის განაჩენი. ნება დამპყრობლის პირდაპირ აღსრულდა. ეს არის მათი პასუხი იმაზე, რომ არ ჩავაბარე საქართველო. იმისთვის, რომ პირველად საუკუნეების განმავლობაში გავბედეთ და ჩამოვაყალიბეთ წარმატებული ქართული სახელმწიფო. მას შემდეგ, რაც ვერაფერი ვერ მიპოვეს, პრაქტიკულად, სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს საპრეზიდენტო ოფისის ოფიციალური ხარჯებისთვის. ასე ისჯება ივანიშვილის მაფიოზური კლანის მიერ ქვეყნისთვის თავდადება და სამშობლოს სიყვარული. ვერ დაგვაშინებენ, ძალა ერთობაშია“, — აცხადებს სააკაშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.