სააკაშვილი, თავისი სურვილის მიუხედავად, ყოველთვის არის დამანგრეველი ძალის მქონე და ახლა, როცა ის სხვას ვერაფერს ანგრევს, ანგრევს საკუთარ პარტიას

„ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან ის არ არის საქართველოს მოქალაქე, თუმცა დე-ფაქტო ის არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელი, ლიდერი, მეთაური – ყველაფერი ის არის – საფიცარიც კი,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საგანგებო მიმართვას; „ნაციონალურ მოძრაობას” ვთხოვ, უახლოეს დღეებში პარტიის ბორდი შევქმნათ და ბორდის თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ, ხოლო ჩემს მოადგილედ, სოფო ჯაფარიძე აირჩიონ“ გამოეხმაურა.
მისივე თქმით, სააკაშვილი, თავისი ბუნებიდან გამომდინარე სულ რაღაცას ანგრევს და ახლა, ანგრევს საკუთარ პარტიას.
„ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან ის არ არის საქართველოს მოქალაქე, თუმცა დე-ფაქტო ის არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელი, ლიდერი, მეთაური – ყველაფერი ის არის – საფიცარიც კი. კარგად გვახსოვს მისი ბოტასების თაყვანისცემის მუზეუმიც რომ ჰქონდათ მოწყობილი. სააკაშვილის ახალი მოთხოვნა პარტიის მიმართ არის კიდევ ერთი ნაბიჯი იმისკენ, რომ უფრო დააზიანოს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც გაქრობის გზაზე ისედაც დგას. სააკაშვილი თავისი სურვილის მიუხედავად, ყოველთვის არის დამანგრეველი ძალის მქონე და ახლა, როცა ის სხვას ვერაფერს ანგრევს, ანგრევს საკუთარ პარტიას,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით