ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სააკაშვილი: ვაანონსებ ხმების მცველის სკოლის შექმნას

2022 წლის მონაცემებით, სტატისტიკის საიტზე 20-85 წლის ასაკის 2,735 მილიონი ადამიანი გვყავს. 2021 წლის ცესკოს მონაცემებით, ამომრჩევლების საერთო რაოდენობა იყო 3,497 მილიონი. ამ ორ რიცხვს შორის სხვაობა არის 762 ათასი. მათი აზრით გამოდის, რომ 18-19 წლის ამომრჩეველი შემოგვემატა ამ ოდენობით. 500 ათასი ადამიანი ვინ არის და საიდან მოვიდა ცესკოს რაოდენობაში, არავინ ზუსტად არ ცის. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც განდევნეს საქართველოდან, ხელოვნურად გაყარეს, მერე დაამზადეს მათი პირადობის მოწმობები და ასე აპირებენ ელექტრონული არჩევნების ჩაბარებას. ჩვენ არ ვისხდებით ხელებჩამოშვებულები, ჩვენ ვერ დავუშვებთ რომ ქოცებს არჩევნებამდე უკვე აქვთ 500 ათასი ხმა ფორა და თან ისეთი, რომ ვერც ერთი დამკვირვებელი, ვერც შინაური და ვერ გარეული, დარღვევას ვერ დაადგენს. ამ მონსტრის დასაშლელი ერთადერთი გზა არის სიების მონიტორინგის კარგი სისტემის აწყობა, კარგად დატრენინგებული ადამიანები იწყებენ თითოეული ადამიანის გადამოწმებას ცესკოდან გამოთხოვილი სიების მიხედვით. ამიტომაც მე ვაანონსებ ხმების მცველის სკოლის შექმნას. ამოქმედდება ერთ თვეში, გავატარებთ ათასობით ადამიანს, რომელთაც ამ სქემების გამოცნობასა და აღკვეთას ვასწავლით.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.