ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სააკაშვილი: გაძლევთ გარანტიას, რომ საქართველო 4 წელიწადში ევროკავშირის წევრი იქნება

მე გაძლევთ გარანტიას, რომ 4 წელიწადში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქართველო იქნება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. მე არასდროს არაფერში არ მომიტყუებიხართ და არ გამიცრუებია იმედი. მათ შორის ისიც კი გავაკეთე, რომ სიცოცხლე გავრისკე და ჩამოვედი ჩემი ხალხის დასახმარებლად [...] იმიტომ რომ, ეს იყო ჩემი დაპირება თქვენდამი, რომ ბოლოს და ბოლოს, რაც არ უნდა მოხდეს, მაინც ჩამოვალ და თქვენს გვერდზე ვიქნები.
ახლა არის ჩემი დაპირება, რომ ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ ამ არჩევნებზე, ძალიან ფართო კოალიციით, ძალიან ფართო ფრონტით და ჩვენ აუცილებლად ერთად შევალთ ევროკავშირში.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.