სააკაშვილის მხარდამჭერებმა და მომწონებლებმა ამას “პიჯაკების საქმე” დაარქვეს, კანონმა კი ამ ყველაფერს სამართლებრივი შეფასება მისცა და მილიონების ფლანგვის გამო სააკაშვილს 9 წელი მიუსაჯა

სააკაშვილის მხარდამჭერებმა და მომწონებლებმა ამას “პიჯაკების საქმე” დაარქვეს, კანონმა კი ამ ყველაფერს სამართლებრივი შეფასება მისცა და მილიონების ფლანგვის გამო სააკაშვილს 9 წელი მიუსაჯა
საბიუჯეტო სახსრების საქმეზე სააკაშვილს 9 წელი მიესაჯა, ამ გადაწყვეტილებას კი ხმაურით შეხვედრიან დარბაზში მყოფები. აი, კიდევ ერთ-ერთი დადასტურება იმისა, რატომ ბედავდა პრეზიდენტის სავარძელში გართხმული კრიმინალი ბიუჯეტის შეჭმას,- წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში.
ნიკოლეიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა და მომწონებლებმა ამას “პიჯაკების საქმე” დაარქვეს, კანონმა კი ამ ყველაფერს სამართლებრივი შეფასება მისცა და მილიონების ფლანგვის გამო სააკაშვილს 9 წელი მიუსაჯა.
„საბიუჯეტო სახსრების საქმეზე სააკაშვილს 9 წელი მიესაჯა, ამ გადაწყვეტილებას კი ხმაურით შეხვედრიან დარბაზში მყოფები. აი, კიდევ ერთ-ერთი დადასტურება იმისა, რატომ ბედავდა პრეზიდენტის სავარძელში გართხმული კრიმინალი ბიუჯეტის შეჭმას. შვილის უცხოეთში სწავლის დაფინანსება, საყვარლებისთვის ძვირადღირებული საჩუქრები, სამკაულები, მასაჟები, “ფერწერული” ტილოები, გადაფრენები თუ გადმოფრენები. მისმა მხარდამჭერებმა და მომწონებლებმა კი ამას “პიჯაკების საქმე” დაარქვეს, კანონმა კი ამ ყველაფერს სამართლებრივი შეფასება მისცა და მილიონების ფლანგვის გამო სააკაშვილს 9 წელი მიუსაჯა. ახლა რამდენ რეზოლუციას თუ განცხადებას გამოაგზავნიან მისი ლობისტი უცხოელები ნაკლებად საინტერესოა, ძალიან დაგვავალებენ თუ გვეტყვიან მათ პრეზიდენტს ასეთი შემთხვევის არსებობის დროს როგორ ეპყრობიან,“- წერს ნიკოლეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა