ოპოზიციურ ალიანსში შემავალი პარტიები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი არღვევს ალიანსის პრინციპებს – ურთიერთთანამშრომლობის, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთ თავდასხმებისაგან თავის შეკავებას.ასე გამოეხმაურნენ პარტიები მე-3 პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც 18 აპრილს სააკაშვილის სოციალურ ქსელში გავრცელდა. საუბარია მსჯავრდებული პოლიტიკოსის პოსტზე, სადაც ის აკრიტიკებს ოპოზიციას იმ საფუძვლით, რომ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებთან საკმარისად აქტიური კომუნიკაცია არ აქვს.განცხადებას ხელს აწერს ოპოზიციურ ალიანსში შემავალი ყველა პოლიტიკური პარტია, გარდა “ნაციონალური მოძრაობისა”.“ალიანსში შემავალი პარტიები: “ახალი:, “გირჩი მეტი თავისუფლებისთვის”, “დროა”, “ეროვნულ დემოკრატიული პარტია,”, “ევროპული საქართველო”, “თავისუფლების მოედანი”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “ფედერალისტები” მიზანშეწონილად მიიჩნევს საკუთარი მოსაზრება დააფიქსიროს მიხეილ სააკაშვილის მიერ 18 აპრილს გაკეთებულ საჯარო განცხადებაზე:ალიანსი შეიქმნა უმნიშვნელოვანესი მიზნის მისაღწევად: პროდასავლური პოლიტიკური ძალებისა და ქართული საზოგადოების მჭიდრო თანამშრომლობით საქართველო გათავისუფლდეს ივანიშვილის არალეგიტიმური რუსული რეჟიმისგან.ალიანსის საქმიანობის უმნიშვნელოვანეს და აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს წევრებს შორის ურთიერთთანამშრომლობის და ურთიერთპატივისცემის რეჟიმში საქმიანობა და ურთიერთთავდასხმებისაგან თავშეკავება. პოლიტიკური მოსაზრების გამოხატვაში პოლიტიკური ლიდერის (მით უფრო, პოლიტიკური პატიმრის) შეზღუდვა არ წარმოადგენს ალიანსის არც კომპეტენციას და არც მიზანს, თუმცა, პერსონალური თავდასხმები, როგორადაც ალიანსმაც და საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმაც აღიქვა მიხეილ სააკაშვილის განცხადება, ეწინააღმდეგება აღნიშნულ პრინციპებს, მათ შორის დათქმას იმის შესახებ, რომ არცერთ პარტიას არ აქვს უფლება, თავი გამოაცხადოს ოპოზიციის ან საპროტესტო მოძრაობის ერთადერთ წარმომადგენლად ან ერთპარტიულ თუ ერთპიროვნულ ლიდერად.ალიანსი მოუწოდებს ყველა მონაწილე პარტიას, რომ მომავალში თავი შეიკავოს მსგავსი ტიპის კონფრონტაციული განცხადებებისგან და იყოს მის მიერ საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგული”, – წერია ოპოზიციური პარტიების განცხადებაში.18 აპრილს, მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელში გავრცელდა განცხადება, სადაც ექსპრეზიდენტი მოქალაქეებთან აქტიური და უშუალო ურთიერთობის მნიშვნელობაზე საუბრობს. სააკაშვილის წერს, რომ ის პრეზიდენტობამდე და პრეზიდენტობის დროსაც პირადად იცნობდა სხვადასხვა სფეროში მომუშავე, სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ რიგით მოქალაქეებს, ეხმარებოდა მათ და უზიარებდა ინფორმაციას.სააკაშვილმა გააკრიტიკა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და განაცხადა, რომ ისინი მხოლოდ “თბილ ტელესტუდიებში და ფეისბუქის კომფორტულ ბაბლში” სხედან და მერე უკვირთ, “ხალხი რატომ არ მოდის რუსთაველზე”.“იმისთვის რომ ეს ხალხი რუსთაველზე მოვიდეს, ჯერ თქვენ უნდა იყოთ მათთან ნამყოფები კამერების გარეშე და გახსნილი გულით. ჯერ თქვენ უნდა იყოთ ნაბრძოლი ადგილობრივ ფეოდალებთან, ისეთთან როგორიც ნეფარიძე იყო წყნეთში. რამდენმა თქვენგანმა იცის მაგალითად თუ რას ჩადიან ჩიგოგიძე და ჩხარტიშვილი გურიაში ან წყალტუბოს და ზუგდიდის მერები, კახელი ფეოდალები ან ვიტია ჯაფარიძე სვანეთში და გაქვთ ამაზე ხმა ამოღებული.საუბრობთ ტურიზმის კრიზისზე, რამდენი ხართ ასული კურსებში ან ბევრ სხვა პრობლემურ ადგილზე?ზიხართ თბილ ტელესტუდიებში და ფეისბუქის კომფორტულ ბაბლში და გიკვირთ ხალხი რატომ არ მოდის რუსთაველზე.შესაბამისად რეგიონებში არსებობს მხოლოდ ბიძინა VS მიშა და არ რჩება ადგილი თქვენთვის. პრინციპში ქალაქებშიც თუ ბაბლს გასცდებით იგივე სიტუაციაა.ამის სანაცვლოდ გადაიქეცით საერთაშორისო ვითარების მიმომხილველ აბონ ციციაშვილებად ან ზოგი ჯიუტად აგრძელებთ ერთი და იმავეს გამეორებას – მთავარია ივანიშვილი შეიცვალოს და მერე ყველაფერი მოგვარდება. კი, მაგრამ როგორ უნდა შეიცვალოს ივანიშვილი?” – წერს სააკაშვილი.მასალების გადაბეჭდვის წესიასევე:



