ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საავტომობილო გზების დეპარტამენტი - რიკოთის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია

საავტომობილო გზების დეპარტამენტი - რიკოთის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია

რიკოთის მონაკვეთის 141-ე კმ-ზე დასრულდა ჩამოწოლილი ზვავისგან გზის სავალი ნაწილის წმენდის სამუშაოები და ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
"ზვავის ჩამოწოლის შედეგად არავინ დაშავებულა.
ინტენსიური თოვის გამო რიკოთის საავტომობილო გზის სრულ მონაკვეთზე სპეციალური ტექნიკა უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს გზის წმენდის სამუშაოებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მანამდე საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაზიანდა 4 ავტომანქანა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.