საავტობუსო ზოლში მოტოციკლებისა და მოპედების გადაადგილება დასაშვები გახდა

საავტობუსო ზოლში მოტოციკლებისა და მოპედების გადაადგილება დასაშვები გახდა. შესაბამის ცვლილებას მხარი პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე მე-3 მოსმენით 77-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.
საკითხის ინიციატორები “ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან, რომელთა განმარტებით, მოტოციკლებსა და მოპედებს ბასლაინზე დაშვება ევროპის ბევრ ქვეყანაში აქვთ. ინიციატორთა ინფორმაციით, ამ მხრივ გასათვალისწინებელია არსებული პრაქტიკა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, ესპანეთის ქალაქებში მადრიდსა და ბარსელონაში. შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში კი, თავდაპირველად აღნიშნული დაშვება საცდელი იყო, ხოლო როდესაც გაირკვა, რომ საგზაო შემთხვევების რაოდენობა შემცირდა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება გაუმჯობესდა, დაშვება მუდმივი გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – დონალდ ტრამპის ერთი პროტოკოლური წერილით არ და ვერ გადაიტვირთება დაზიანებული ურთიერთობები აშშ-თან, რაც ივანიშვილის რეპრესიულმა პოლიტიკამ გამოიწვია – იმედგაცრუება, რომელიც არსებობს ვაშინგტონში, არ გამქრალა

ელენე ჯაფარიძე: ვეჩვევევით ძალადობას. ბავშვის გაუპატიურება ერთი დღის ამბავი ხდება. რამდენიმე საათიანი აღშფოთების. რამდენიმე პოსტი. რამდენიმე კომენტარი. და მერე ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება