საავადმყოფო დაზიანდა ოდესაზე დრონებით შეტევის შედეგად

რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიში მიიტანეს უკრაინის ქალაქ ოდესაზე. შეტევა 13 აპრილს, ღამით იყო.
ინფორმაცია შედეგების შესახებ 14 აპრილს, შუაღამის შემდეგ სოციალური ქსელებით გაავრცელა ოდესის მერმა გენადი ტრუხანოვმა.
მერის ცნობით, დრონებით შეტევის შედეგად დაზიანებულია ქალაქის ერთ-ერთი საავადმყოფოს შენობა, მათ შორის საოპერაციო. ტრუხანოვის თანახმად, პაციენტები არ დაშავებულან. სამედიცინო დაწესებულების გარდა დაზიანებულია სახლები და ავტომაგისტრალი. წინასწარი მონაცემებით, დაშავდა 5 ადამიანი.
14 აპრილს დრონებით შეტევა იყო ხარკოვზეც. ქალაქის მერის, იჰორ ტერეხოვის ინფორმაციით, დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ხარკოვის სალტოვის რაიონში მდებარე საწარმო, სადაც მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.
მერის თანახმად, რუსული დრონი მოხვდა საწყობებს, სადაც სურსათი ინახებოდა. დაზანებულია ახლომდებარე კერძო სახლებიც. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ ლოლაძე: ათობით მილიონის საქონელი დაიწვა Wildberries საწყობებში. საქართველოშიც, თუკი ვინმეს რამე გამოწერილი აქვს და ტვირთი რუსეთიდან უნდა ჩამოსულიყო, ვეღარც ამ საქონელს და ვერც გადახდილ ფულს ვერ მიიღებს

შსს-ს განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია დუშეთში მომხდარი დაჭრის ფაქტის შესახებ, „თითქოს სამართალდამცველებმა უდანაშაულო პირს ძალის გამოყენებით აღიარებინეს დანაშაული“