პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუტე ამბობს, რომ პოლონეთზე თავდასხმას “ნატოსგან” გამანადგურებელი პასუხი მოჰყვება

რუტე ამბობს, რომ პოლონეთზე თავდასხმას “ნატოსგან” გამანადგურებელი პასუხი მოჰყვება

“ნატოს” გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, ალიანსი „დამანგრეველ“ პასუხს გასცემს მას, ვინც ალიანსის რომელიმე წევრი ქვეყნის, მათ შორის პოლონეთის წინააღმდეგ აგრესიას გამოხატავს.
როგორც მარკ რუტემ ოთხშაბათს, 26 მარტს, ვარშავაში ვიზიტისას აღნიშნა, “ნატოსთვის” ყველაზე დიდ საფრთხედ ისევ რუსეთი რჩება.
„ალიანსისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ რუსეთი რჩება. რაც შეეხება პოლონეთის ან ალიანსის ნებისმიერი ტერიტორიის დაცვას… ვლადიმერ პუტინისთვის და ყველასთვის, ვისაც ჩვენზე თავდასხმა სურს, ნათელი უნდა იყოს, რომ ჩვენი პასუხი გამანადგურებელი იქნება“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
მარკ რუტე ახლა პოლონეთში იმყოფება, სადაც ის პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს შეხვდა.
ტუსკმა შეხვედრისას ხაზი გაუსვა “ნატოს” კოლექტიური თავდაცვის პრინციპის მნიშვნელობას, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულების მე-5 მუხლში და ალიანსის „გადამწყვეტ“ ვალდებულებას აკისრებს დაიცვას, მაშ შორის, პოლონეთი ამ მუხლის მიხედვით.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მარტი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.