რუს რეპერ ალიშერ მორგენშტერნს ლიეტუვაში შესვლა 10 წლით აუკრძალეს

ლიეტუვის ხელისუფლებამ რუს რეპერს, ალიშერ მორგენშტერნს 10 წლით ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. მიგრაციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მუსიკოსი შეიძლება საშიშროებას უქმნიდეს ეროვნულ უსაფრთხოებას.
მიგრაციის სამსახურმა განმარტა, რომ გადაწყვეტილება ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივის და დამატებითი ინფორმაციის შეგროვების საფუძველზე მიიღეს.
ვილნიუსის მერმა, ვალდას ბენკუნსკასმა ადრე მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს რეპერის ქვეყანაში შესვლის აკრძალვის მოთხოვნით. ეს მოხდა მუსიკოსის დაგეგმილ კონცერტამდე.

„ვერ ვიჯდები და ვუყურებ, როგორ ჩამოდის ვილნიუსში შემსრულებელი, რომელსაც არ შეუძლია უპასუხოს კითხვას „ვისია “, რომელიც საჯაროდ გამოხატავს პატივისცემას პუტინის მიმართ და, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნით, უკრაინის კულტურის სამინისტროს მიერ ეროვნული უსაფრთხოებისთვის ხიფათის შემცველი პირების სიაში იქნა შეყვანილი“, – განაცხადა პოლიტიკოსმა.
ვილნიუსში არტისტის წინა კონცერტის შემდეგ, სოციალურ მედიაში გავრცელდა მისი გულშემატკივრების „უხამსი ჟესტების“ ამსახველი ვიდეოები, იუწყება Delfi.
პოლიციამ გამოიძია ინფორმაცია კონცერტის მაყურებელთა მიერ სიმბოლო Z-ის ჩვენების შესახებ, თუმცა ამის დადასტურება ვერ შეძლო.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული: ოჯახის სიწმინდე და სიმტკიცე იწყება იქ, სადაც დაცულია ადამიანის ღირსება, შინაგანი მშვიდობა, სამართლიანობა, ერთმანეთის პატივისცემა და ოჯახისთვის აუცილებელი სოციალური თუ ეკონომიკური სტაბილურობა

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…