ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა ფოტო, რომელშიც ერთ-ერთ ტერორისტს აწამებენ

რუსულ ომის მხარდამჭერ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა ფოტო, რომელშიც ჩანს თუ როგორ აწამებენ რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლები კროკუს სითი ჰოლზე მოწყობილი თავდასხმის ერთ-ერთ მონაწილეს.

ფოტოში ჩანს პირი, რომელიც გასულ დღეს, დაჭერის შემდეგ გადაღებულ დაკითხვის ვიდეოებში ფიგურირებდა. ამ კადრებში ის ამბობდა, რომ მისი სახელია ფარიდდუნ შამსუთდინი, დაბადებული 1998 წლის 17 სექტემბერს.

24 მარტს გავრცელებულ ფოტოში ჩანს ფარიდდუნ შამსუთდინი, რომელიც ძირს, შარვალჩახდილი გდია. მას ერთ-ერთ ფეხზე ადგას რუსი ძალოვანი. ფოტოში ჩანს ელექტრომოწყობილობაც, რომლის სადენებიც, სავარაუდოდ, კროკუს სითი ჰოლზე თავდამსხმელის სასქესო ორგანოზეა შეერღთებული.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.