რუსულ მოდელსაც კი გადაასწრო – ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე – Netgazeti

“დიქტატურა საქართველოში” – საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი აბასთუმანში ცის დაკეტვას ეხმაურება. “რუსულ მოდელსაც კი გადაასწრო: ბ. ივანიშვილი ხურავს საერთაშორისო საჰაერო სივრცეს  სამხრეთ საქართველოში, თავისი ერთ-ერთი რეზიდენციის თავზე,  50 კმ-იან რადიუსში.შიში, მეგალომანია თუ …ეს რეჟიმი დასასრულს უახლოვდება!”, – წერს ის სოციალურ ქსელ X-ზე. „ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებით, 16 აპრილიდან აბასთუმნის თავზე თვითმფრინავებისთვის ცა დაიკეტა.რადიო “თავისუფლების” ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, აბასთუმნის თავზე თვითმფრინავებისთვის ცის ჩაკეტვის გამო საქართველოს საჰაერო საავიაციო ტრასები იცვლება. ცის ჩაკეტვის გამო დაგრძელებული მარშრუტი კი ფრენის დროს გაზრდის და ფასებს გააძვირებს.აბასთუმნის თავზე ფრენის უფლება მხოლოდ ისეთ საფრენ აპარატებს ექნებათ, რომლებიც უშუალოდ აბასთუმანში უნდა დაეშვან ან აბასთუმნიდან აფრინდნენ. ამ ტერიტორიაზე ვერტმფრენის დასაჯდომად მოწყობილი მხოლოდ ერთადერთი მოედანია და მას ფლობს.“ოცნებაში” აცხადებენ, რომ ეს ბიძინა ივანიშვილისთვის კი არ ხდება, არამედ მეცნიერთა ჯგუფის მიმართვის საფუძველზე.