რუსულმა Pravfond-მა მილიონები დახარჯა ევროპაში პროპაგანდისთვის: ფონდი, რომელსაც ფილიალი საქართველოშიც აქვს, საკუთარ საიტზე კი აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ აქვს მითითებული
ვიდრე საქართველოში ე.წ. აგენტების კანონს იღებდნენ, რომელიც ძირითადად მიმართულია დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, საერთაშორისო მედიამ ამხილა ახალი დეტალები კრემლის პროპაგანდის გავრცელების ბერკეტების თაობაზე. ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთი იყენებს ფონდს, რომელიც შექმნილია, ვითომდა, ევროპაში თანამემამულეების უფლებების "დასაცავად“.
როგორც ირკვევა, საქართველოშიც არის ფონდის ფილიალები.
- "საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების დაცვისა და მხარდაჭერის ფონდი" (pravfond) რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა და მუშაობა 2012 წლის 1 - ლი იანვარს დაიწყო. ფონდის დამფუძნებლები არიან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ფედერალური სააგენტო "როსსოტრუდნიჩესტვო“. ფონდის გაცხადებული მიზანია რუსი თანამემამულეების სრულყოფილი სამართლებრივი მხარდაჭერა მათი უფლებების, საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპებისა და სამართლის ნორმების დარღვევის შემთხვევაში. ის თავის საქმიანობას დემოკრატიის სახელით ახორციელებს... ფონდს ხელმძღვანელობს ალექსანდრე უდალცოვი, რომელიც 2023 წლიდან ექვემდებარება ევროკავშირის სანქციებს უკრაინაში ომის მხარდაჭერის გამო.
ფონდის საიტზე მოცემულია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც მისი ფილიალები მოქმედებს, მათ შორის ცალკე სახელმწიფოდ არის დასახელებული საქართველო და ცალკე - ოკუპირებული აფხაზეთი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.