არქივი27 აგვისტო 2025, 11:08
რუსულმა ძალებმა უკრაინას 95 დრონით შეუტიეს

რუსულმა ძალებმა უკრაინას 95 დრონით შეუტიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, რუსების მიერ გაშვებული სხვადასხვა ტიპის 74 დრონი გაანეიტრალეს.
„დრონებით დარტყმები 9 ლოკაციაზე დაფიქსირდა“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, რუსულმა ძალებმა პოლტავის ოლქში ენერგეტიკულ ობიექტებზე მასიური დარტყმები განახორციელეს, რამაც ხანძარი გამოიწვია და მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 აგვისტო 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.